пятница, 12 ноября 2010 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სათაური
,,ოშკი
2.პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის არსია ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების, ტაძრების შესწავლა და შემდგომ ექსკურსიის მოწყობა.
3.პროექტის სრული აღწერა
პროექტი ,,ოშკი“ ითვალისწინებს საქართველოს ამ ძირძველი ისტორიული მხარის და იქ მდებარე ისტორიული ძეგლების შესწავლას. პროექტის  სათაურიდან გამომდინარე ბავშვები შეისწავლიან ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ტაძარს ,,ოშკს“. კერძოდ, გაეცნობიან იმდროინდელ ეპოქას,ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ასევე რა როლი ენიჭებოდა ამ ტაძრების მშენებლობას ქრისტიანობის განმტკიცებისთვის. გამოიკვლევენ ვინ და როდის ააშენა ეს ძეგლი, რომელი მეფის დროს აიგო და რა დატვირთვა ჰქონდა მას. გაეცნობიან აგრეთვე რა ვითარებაში და როდის დაკარგა საქართველომ ეს ძირძველი  ქრიატიანული კერა. შეაგროვებენ მასალებს მის არქიტექტურაზე, იმ დროს არსებული მშენებლობის სტილზე, შეისწავლიან ოშკის კედლებზე არსებულ ორნამენტებს, აგრეთვე ტაძრის შიგნით მოხატულობას. მოიპოვებენ ოშკის პირვანდელ ნახაზს, სქემას. ასევე მოიძიებენ მასალებს თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს ტაძარი და ვის ექვემდებარება. შეაგროვებენ ამ ტაძარზე ვიდეო, ფოტო, მასალებს, წერილობით წყაროებს. ბოლოს მოეწყობა ექსკურსია ტაო–კლარჯეთში.
4.მოსწავლეთა ასაკი
16 წელი
5. ვადები, ხანრძლივობა
ორი თვე
6. მოსალოდნელი შედეგები
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სწავლების მოტივაციის ამაღლებას ისტორიასა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა ჯგუფში. ისწავლიან ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის მოპოვებას,დამუშავებასა და ანალიზს, გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, ჯგუფური მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, თავისი აზრის დაფიქსირების უნარ–ჩვევები.
7.სარგებელი სხვებისთის
მოპოვებული მასალებით შეიქნება სკოლაში ბლოგი  ,,ოშკზე“ და ეს გამოიწვევს სხვა მოსწავლეების დაინტერესებას  ისტორიული მხარეზე ტაო–კლარჯეთზე.
8.სამუშაო ენა
ქართული
9.მონაწილეები სხვა სკოლიდან
არ მონაწილეობს სხვა სკოლა
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
 კავშირი არის გეოგრაფიასთან  (ტაოკლარჯეთის ბუნბრივგეოგრფიული გარემო და ლანდშაქტი), ქართულ ენასთან (იმ ეპოქის მწერლობასთან,  ქართული  წარწერების წაკითხვა და გაანალიზება, აგრეთვე პატრიოტული და სულიერი აღზრდა) ისტორიის ცალკეულ დარგებთან, მათემატიკასთან, ხაზვასთან.
ამ მასალებიდან გამომდინარე შეიძლება ინტეგრირებული გაკვეთილებიუს ჩატარება ისტორიასა და ქართულ ენაში, ასევე ისტორიასა დაგეოგრაფიაში.
11. პროექტის ავტორი
ირინე ჯოლოგუა
12.პროექტის ელ. ფოსტა
jologua1977@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий